აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.

„ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები