„სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი AZERTAC-თან და AzTV-სთან ინტერვიუში. სლოვაკეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეყვარებულია საკუთარ თავზე”.
„ევროკავშირმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და აქვს უფლება ასწავლოს სხვებს. თუმცა, სხვა ქვეყნები შეიძლება, იყვნენ ჩვენზე უკეთესი. ხანდახან მეჩვენება, რომ ევროპული შესაძლებლობები ევროკავშირში თანდათან იწურება. ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ევროკავშირში ნორმალური და რა – არანორმალური”, – განაცხადა რ. ფიცომ.
სტრასბურგში, ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია არ არის აგებული იმაზე, თუ ვინ შექმნის უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს.
„ბოდიშს გიხდით, ამ კამპანიაში განიხილება რამდენი ტუალეტი, საჭირო გარკვეულ ადგილებში – ორი თუ სამი, როდესაც საუბარი ტრანსგენდერებს ეხება. დღეს ევროპაში ეს თემები მოდაშია. თუმცა საზოგადოებისთვის ამას არანაირი პროგრესი არ მოაქვს. ევროკავშირი ძალიან ამბიციური ხდება და ეს ჩვენთვის ცუდია”.
სლოვაკეთის ლიდერმა დასძინა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და „ჩვენი მუდმივი სწორება ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეზეა. ვიყურებით იქ და ველოდებით რას გააკეთებს ან რას გვიბრძანებს შეერთებული შტატები”, – წერს დავით ქართველიშვილი.