მისივე თქმით, გამჭვირვალობა ხელს ვერ შეუშლის ევროპულ მომავალს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – გამჭვირვალობა ვერასდროს იქნება დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პირიქით, თანხვედრაშია ეს ყველაფერი.
ახლა ისევ ის ადამიანები საუბრობენ ამ ტონალობით, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული. სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა და უარის თქმა ევროპულ მომავალზე, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით და რა ვითარება იქნებოდა საქართველოში. ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.