“როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აბსურდში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და, სავარაუდოდ, ცდილობს, რეალობას თვალი გაუსწოროს” – ლევან მაჭავარიანი

“როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილმა კარგად გაიაზრა, რომ აბსურდში ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და, სავარაუდოდ, ცდილობს, რეალობას თვალი გაუსწოროს. ამ შემთხვევაში, ის იმ ხაზს უნდა დათანხმდეს, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება და უნდა თქვას, რომ უალტერნატივოა ჩვენი ხაზი და პოლიტიკა – როგორც საგარეო, ისე საშინაო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელშიც წერია: „ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას“. ,

ხაბეიშვილი წერილში წერს, რომ „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა”.

„ისიც კარგად გაიაზრა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და მოქალაქეების დაკვეთის შესრულებით მოვიგეთ არჩევნები. ლევან ხაბეიშვილმა ფარ-ხმალი დაყარა და სავარაუდოდ, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოლექტიური ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს რაღაცნაირად გაემიჯნოს. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და გააგრძელებს თუ არა იგი ამ მესიჯბოქსს, რაც ჯამურად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები