ისრაელის არმიამ რაფაჰში წერტილოვანი ოპერაცია დაიწყო – “რაფაჰის” გამშვებ პუნქტზე კონტროლია დამყარებული

ისრაელის არმიამ (IDF) რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში წერტილოვანი ოპერაცია დაიწყო.

ამის შესახებ არმიის პრესსამსახური იტყობინება.

მანამდე, არმიაში განაცხადეს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორსა და ეგვიპტის საზღვრის “რაფაჰის” გამშვები პუნქტი კონტროლზე აიყვანეს.

“სადაზვერვო მონაცემებით, “რაფაჰის” გამშვები პუნქტი ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ისრაელის არმიამ ოპერატიული კონტროლის დამყარება შეძლო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Sky News-ის ცნობით, IDF-მა გამშვებ პუნქტზე ისრაელის დროშა აღმართა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოპერაციის შედეგად, “ჰამასის”, სულ მცირე, 20 წევრია ლიკვიდირებული, გამოვლენილია გვირაბის სამი შახტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები