მედია: ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა გატეხეს

ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზა გატეხეს, რომელშიც სამხედროების პირადი მონაცემები ინახებოდა.

ამის შესახებ Sky News და BBC იტყობინება.

არაოფიციალური ცნობით, დღეს ქვეყნის მთავრობა მომხდარს დეპუტატებს აცნობებს.

ამავე დროს, BBC-ის არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას მომხდარის უკან, Sky News კი წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა კონკრეტულ სახელმწიფოს არ დაასახელებს, ჰაკერები ჩინეთთან არიან დაკავშირებული.

BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოიპოვეს წვდომა უწყების თანამშრომელთა ხელფასებსა და სამხედროების საბანკო ანგარიშებთან, ზოგიერთ შემთხვევაში საუბარი შეიძლება, იყოს მისამართებზე.

არსებული ინფორმაციით, უწყებამ ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და სისტემა გარე წვდომისგან გათიშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები