“დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდი ფუნტის ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს” – დევიდ ქემერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 3 მილიარდი ფუნტის სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს და ეს იქამდე გაგრძელდება, “ვიდრე საჭირო იქნება”.

ამის შესახებ მან კიევში გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში Reuters-ი განუცხადა.

“ყოველწლიურად გამოვყოფთ სამ მილიონ ფუნტ სტერლინგს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. აღჭურვილობის მიწოდების თვალსაზრისით, ყველაფერი დავაცარიელეთ, რაც კი იყო შესაძლებელი. ამ აღჭურვილობის ნაწილი უკრაინაში დღესაც მოდის”, – თქვა ქემერონმა.

ბრიტანელი დიპლომატი ასევე მიესალმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები