თურქეთი კამიკაძე-დრონების და ეროვნული ტანკის – Altay-ის შექმნაზე მუშაობს

თურქეთი კამიკაძე-დრონის შექმნაზე მუშაობს, ასევე, ეროვნული Altay ტანკის შექმნის პროცესიც მიმდინარეობს.

ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა CNN Turk-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა „დრონების გამოყენებას ახალი განზომილება მისცა. ავიღოთ, მაგალითად, კამიკაძე-დრონი. შეგყავთ მარშრუტის კოორდინატები, ის მიფრინავს სამიზნესთან და აგდებს ასაფეთქებელ მასალებს. ამაზე ჩვენც ვმუშაობთ“.

გიულერმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი  “ალტაის” ტანკის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.

„პირველ ეტაპზე 250 ერთეულს შევქმნით. მათგან 85-სთვის გამშვები დანადგარები კორეელი მეგობრებისგან შევიძენთ, დანარჩენს თვითონ უზრუნველვყოფთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები