სომხეთის პოლიციამ სოფელ კირანცისკენ მიმავალი გზა, სადაც რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტა

სომხეთის პოლიციამ ტავუშის ოლქის სოფელ კირანცისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და მოქალაქეებს, სოფლის მაცხოვრებლების გარდა, სოფელში შესვლას უკრძალავს.

ადგილზე პარლამენტის ფრაქცია “აისტატანის” დეპუტატი, გარნიკ დანიელიანი და ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, ბაგრატ გალსტანიანი იმყოფებიან, მათ სოფელში არ უშვებენ.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გზა დღეს გაიხსნება, თუმცა, ზუსტ დროს ვერ ამბობენ.

მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გამოაცხადა, რომ სოფელ კირანცის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს ატარებს.

19 აპრილს სომხეთ-აზერბაიჯანის სადემარკაციო კომიტეტის მერვე შეხვედრის შედეგად, სომხეთმა აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადასცა, მათ შორის არის სოფელი კირანციც. 22 აპრილიდან ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები იმართება.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები