პარიზში პირველი მაისის აქციაზე 60-მდე ძალოვანი დაშავდა

პარიზში პირველი მაისის დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეთა ნაწილსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

ქალაქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 35 პირი, მათი უმეტესობა ძალადობისკენ მიმართული ქმედებების წაქეზებისთვის, ზიანის მიყენებისთვის, იარაღის ფლობისთვის. მათგან ოთხი პირი პოლიციის მიმართ პირდაპირი ძალის გამოყენებისთვის დააკავეს.

დაშავებულია 57 სამართალდამცველი.

პროფკავშირები აცხადებენ, რომ აქციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციაში კი ამბობენ, რომ – მხოლოდ 18 ათასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები