სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული ოთხი სოფლის საწინააღმდეგო აქციაზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული სოფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც სოფელ კირანცთან 20 აპრილის შემდეგ მიმდინარეობს, 30-ზე მეტი პირი დააკავეს.

ამის შესახებ სომხეთის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ 31 პირი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

გარდა ამისა, რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო სოფელ კირანცთან ტერიტორიის განაღმვას ახორციელებს. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

სომხეთის საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ტავუში სამშობლოსთვის” განაცხადეს, რომ კირანცის მაცხოვრებლები, რომლებიც გზას ბლოკავდნენ, “უხეში ძალის გამოყენებით” ქალაქ იჯევანის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მათივე თქმით, დაკავებულთა შორის პარლამენტის დეპუტატია ფრაქცია “სომხეთიდან” გარნიკ დანიელიანია, ხოლო სოფელში ძალოვნების რაოდენობა გაზარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები