სახალხო დამცველი ინგოროყვას კლინიკაში ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად მივიდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.

როგორც იოსელიანმა კლინიკაში შესვლამდე განაცხადა, პარლამენტთან მიმდინარე აქცია მშვიდობიანი იყო და სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.

„ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს. მაშინ როდესაც სამართალდამცველებმა სპეციალური საჭიროების გამოყენება დაიწყეს, ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო, რადგან აქცია იყო მშვიდობიანი. რაც შეეხება ჩემს აქციაზე ყოფნას, მე ვასრულებ სახელმწიფო მანდატს – დავდივარ იზოლატორებში, დაკავებულ ადამიანებს ვნახულობ – ეს არის ჩემი საქმე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას ჯერ სამართალდამცველებმა განარიდეს, ხოლო შემდგომ სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები