პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია 

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე  გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო  16.

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები არჩეულია 5 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები