საქსტატი: მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები