კანადამ Airbus-ს, სანქციების მიუხედავად, რუსული ტიტანის გამოყენების ნებართვა მისცა

კანადამ კომპანია Airbus-ს, სანქციების მიუხედავად, თვითმფრინავების წარმოებაში რუსული ტიტანის გამოყენების ნება დართო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„Airbus-მა იცის კანადის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და მოიპოვა საჭირო ავტორიზაცია, რათა უზრუნველყოს, რომ Airbus-ის ოპერაციები მოქმედი სანქციების შესაბამისი იყოს“, – განუცხადა Airbus Canada-მ “როიტერსს”.

როგორც “როიტერი” წერს, კომპანიას სააგენტოსთვის ნებართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც ის დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს იქნება ისინი ძალაში.

კანადის მთავრობაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები