იბრაჰიმ რაისი: თუ ისრაელი ირანს კვლავ თავს დაესხმება, მისგან აღარაფერი დარჩება

ირანის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მისგან „აღარაფერი დარჩება“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა განაცხადა.

„თუ ისრაელი კვლავ დაესხმება თავს ირანს, მისგან აღარაფერი დარჩება“, – თქვა რაისმა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა ისრაელი გააფრთხილა და ხაზგასმით აღნიშნა, „თუ ისრაელი კიდევ ერთ შეცდომას ჩაიდენს და ირანის წმინდა მიწების სუვერენიტეტს დაარღვევს, სიტუაცია სხვაგვარად იქნება“.

შეგახსენებთ, 14 აპრილს ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელზე მასიური იერიში განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები