ლადო მგალობლიშვილი განმარტავს, თუ რატომ ექცევიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის ქვეშ

ლადო მგალობლიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ქართული ოცნებიდან“, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

29 წელია, რაც საქართველოში არასამთავრობოები არსებობენ, მაგრამ განსხვავებით დასავლური ქვეყნების პრაქტიკისა, მათ მოქალაქეები არ აფინანსებენ. ისინი 100 %- ით უცხოურ ფონდებზე არიან დამოკიდებულნი, – აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი.

მისი თქმით, დაფინანსების ორი ძირითადი სისტემა არსებობს: პირველი, როდესაც უცხოური ფონდები მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე აცხადებენ ღია კონკურსებს, ხოლო უცხოური გრანტის მიღების მეორე გზას უკონკურსო წესით დაფინანსების მიღება წარმოადგენს, რომლითაც, ძირითადად, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ.

„როგორც ამ სექტორში ნამუშევარ ადამიანს, მსურს წარმოვადგინო არგუმენტაცია თუ რატომ ექცევიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის ქვეშ. 29 წელია რაც საქართველოში არასამთავრობოები არსებობენ, მაგრამ განსხვავებით დასავლური ქვეყნების პრაქტიკისა, მათ მოქალაქეები არ აფინანსებენ. ისინი 100%- ით უცხოურ ფონდებზე არიან დამოკიდებულნი. დაფინანსების ორი ძირითადი სისტემა არსებობს: პირველი, როდესაც უცხოური ფონდები მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე აცხადებენ ღია კონკურსებს – მაგალითად, სასამართლო სისტემის მონიტორინგი, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და ა. შ.

სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, დაფინანსების მოპოვების მიზნით, წარადგენენ საპროექტო განაცხადებს. უცხოური გრანტის მიღების მეორე გზას უკონკურსო წესით დაფინანსების მიღება წარმოადგენს, რომლითაც, ძირითადად, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ. ამ შემთხვევაში, ,,უცხოური ფონდები“ საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად, პირდაპირი გზით აფინანსებენ ელიტარულ ორგანიზაციებს, ისინი ამ გზით ახორციელებენ მათ პოლიტიკას და ექცევიან უცხოელი დონორების გავლენის ქვეშ. პირობითად ესენია: აქციებზე დაკავებული პირებისთვის ჯარიმების გადახდა, სხვადასხვა რადიკალური ახალგაზრდული ჯგუფების გადამზადება, მათი მხარდაჭერა და სხვა. ეს წარმოადგენს დაფინანსების ყველაზე გაუმჭვირვალე სისტემას. ცნობისთვის: ელიტარული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ხელფასები, კულუარული ინფორმაციის თანახმად, თვეში 15-20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

წარმოვიდგინოთ, რამდენიმე აქტიურმა ადამიანმა, პოლიტიკური ინტერესების გარეშე რომ შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია თავიანთ თემში სხვადასხვა აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად, მიიღებს თუ არა უცხოურ დაფინანსებას? პასუხი – ვერ მიიღებს, რადგან ეს საკითხები არ წარმოადგენს უცხოური ფონდის პირდაპირ ინტერესებს და ასევე, მიუთითებენ ორგანიზაციის გამოუცდელობას.

დღევანდელი მოცემულობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მოიპოვოს უცხოური დაფინანსება, თავისი საქმიანობა სრულად უნდა მოარგოს უცხოური ფონდის პრიორიტეტებს, სხვა შემთხვევაში მისი დაფინანსება არ მოხდება. ეს არის ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ ექცევიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის ქვეშ. გავლენა კი, შესაძლოა, იყოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური“, – აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები