საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება აღნიშნულ ფაქტს და დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები