რატი იონათამიშვილი: უნდათ, რომ ცალკეული პირების მიერ დეკლარაციის შევსების საკითხი გააიგივონ საქართველოს ევროინტეგრაციასთან

,,რაც უფრო მეტად გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდებით სისწორესა და აუცილებლობაში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ვინაიდან გამჭვირვალობას არ გააჩნია ალტერნატივა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებს უნდათ, რომ ცალკეული პირების მიერ დეკლარაციის შევსების საკითხი გააიგივონ საქართველოს ევროინტეგრაციასთან.

„ამ ადამიანებს უნდათ, რომ ცალკეული პირების, იქნება ეს კრებითი გიგაური თუ ლომჯარია, მიერ დეკლარაციის შევსების საკითხი გააიგივონ საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ვინც ამ ორ საკითხს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ის მტრობს ჩვენს ქვეყანას, ის მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს და სინამდვილეში ამბობს ერთ რამეს – მე დასამალი მაქვს, არ მინდა რომ ჩემ შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, იმიტომ რომ მე მეშინია ინფორმირებული მოქალაქის. სწორედ ინფორმირებული მოქალაქის ეშინიათ, ვინაიდან რაც უფრო მეტი იცის ჩვენმა საზოგადოებამ, მით უფრო მიუღებელი ხდება მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“.

ახლა როგორც არ უნდა ეცადონ როლების გადანაწილებას გახარია, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“ თუ სხვა, ყველამ ვიცით, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, მათ მართავს ერთი რეჟისორი, უბრალოდ უნაწილებს როლებს. ამ როლების შესრულების ნიჭი და უნარიც არ გააჩნიათ ამ ადამიანებს. შესაბამისად, მთელმა ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა გამჭვირვალობის საჭიროება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები