თეა წულუკიანი: შარშან არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, მეტად გამჭვირვალეები ვიქნებითო, თუმცა, საპირისპიროდ, უფრო გაუმჭვირვალედ შემოიტანეს ქვეყანაში დიდი შავი ფული

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, არასამთავრობო სექტორი დაპირების მიუხედავად არათუ გამჭვირვალეები არამედ კიდევ უფრო გაუმჭვირვალეები გახდნენ.

„შარშან იყო ჯენტლმენური შეთანხმება, არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, რაში გვჭირდება კანონი, ჩვენ ისედაც ვართ გამჭვირვალეები და კიდევ მეტად გამჭვირვალეები ვიქნებითო. ამის საპირისპიროდ, არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალეები არ გახდნენ, არამედ უფრო გაუმჭვირვალედ ძალიან დიდი შავი ფული და თანხები შემოიტანეს ქვეყანაში. აბა, გამოვიცნოთ, რა მიზნისთვის? თუ ვერ გამოვიცნობთ, მაშინ კანონი გვჭირდება, რომ გამოვაცნობინოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები