“აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც, მათ შორის, ATACMS-ის რაკეტებს მოიცავს, უკრაინაში შესაძლოა, კვირის ბოლომდე გაიგზავნოს” – სენატორი უორნერი

აშშ-ის კონგრესის დემოკრატი სენატორი, მარკ უორნერი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების კანონპროექტს დაამტკიცებს, რომელიც ტაქტიკურ რაკეტებს მოიცავს – შესაძლოა, დახმარება უკვე კვირის ბოლოსთვის უკვე გაიგზავნოს.

„იმედი მაქვს, როდესაც კანონპროექტი პრეზიდენტს მიუვა, სამშაბათს ან ოთხშაბათს, რომ ტვირთი, ATACMS-ის რაკეტებთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიგზავნება. ვიმედოვნებ, რომ როდესაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ტვირთები უკვე გზაში იქნება, კვირის ბოლომდე“, – განაცხადა სენატორმა CBS-ის ეთერში.

სენატორს ჰკითხეს შორი მანძილის იარაღის შესახებ და მარკ უორნერმა დაადასტურა: „ATACMS-ზე – მე მჯერა, რომ ადმინისტრაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა ATACMS-ის მოსამზადებლად ან გადასაცემად. ეს კანონში წერია“.

გასულ კვირას ამერიკული მედია წერდა, რომ პენტაგონმა წინასწარ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი, ამიტომ, დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, კვირაზე ნაკლები დრო დასჭირდება.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭი 20 აპრილს უყარა. ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა მიიღოს და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნოს. 20 აპრილს ჯო ბაიდენმა სენატს მოუწოდა, კანონპროექტი დაჩქარებულად მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები