“უკრაინის დახმარება დღეების და არა თვეების საკითხია” – შარლ მიშელი

ევროსაბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დღეების და კვირების საკითხია და არა თვეების.

ამის შესახებ მან ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, შეასრულოთ თქვენი დაპირებები და მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ყველა დაინტერესებული მოთამაშე ყველაფერს აკეთებს, რომ დააჩქაროს, მეტი ძალისხმევა ჩადოს იმაში, რომ ძალიან მოკლე პერიოდში გაზარდოს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გავაკეთოთ”, – თქვა მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა ლიდერი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, მათ ესმით მეტი აღჭურვილობის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები