“მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი ერთეულები გაუგზავნონ” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი ერთეულები გაუგზავნონ.

ამასთან, მას სისტემების რაოდენობა არ დაუზუსტებია.

“რეალობა ასეთია, რომ გვაქვს სისტემების საკმარისი რაოდენობა, რათა უკრაინაში უფრო მეტი გავგზავნოთ, ვისაუბრებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ან იგივე Patriot-ის სისტემებზე. სწორედ ამაზე ვმუშაობთ”,- განაცხადა სტოლტენბერგმა ჩეხეთის, დანიისა და ნიდერლანდების პრემიერებთან მოლაპარაკების შემდეგ.

ამავე დროს, ალიანსის ლიდერმა თქვა, რომ უჭირს საუბარი “კონკრეტულ ციფრებზე, რადგან ეს დახურული ინფორმაციაა”.

მისი თქმით, ევროპაში Patriot-ის სისტემის 100-მდე რაოდენობაა განლაგებული, თუმცა, ჯამურად, ალიანსის წევრებს ასეთი სისტემების გაცილებით მეტი რაოდენობა გააჩნიათ, უპირველეს ყოვლისა, საუბარია შეერთებულ შტატებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები