უკრაინისთვის დახმარების გაზრდის საკითხზე ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 19 აპრილს უკრაინა- ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება.
როგორც სტოლტენბერგმა თქვა, შესაბამისი სხდომის გამართვის განაცხადი უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ გააკეთა.
“ზელენსკიმ ითხოვა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გამართვა და მას პარასკევს გავმართავ”, – განაცხადა ალიანსის ლიდერმა.
მისი თქმით, სხდომა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ზრდის საკითხს დაეთმობა.