რატომ არ იცავს დასავლეთი უკრაინას ისე, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს – ბორელის განცხადება

დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისა და ისრაელის ცის დაცვა ორი განსხვავებული რამ არის, მათი შედარება შეუძლებელია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ისრაელის რკინის გუმბათის სისტემის ანალოგის განლაგებას დრო და ბევრი ფული დასჭირდება.

„მეორე, ირანის თავდასხმის დროს რაკეტებმა გადაუფრინეს საჰაერო ბაზებს, რომლებიც ეკუთვნის საფრანგეთს, შეერთებულ შტატებსა და იორდანიას. და ისინიც იცავდნენ თავიანთ ბაზებს. ეს ასე არ არის უკრაინაში. [უკრაინაში] არ არის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან იორდანიის საჰაერო ბაზები“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში უნდა დაეხმარონ. დიპლომატი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 22 აპრილს არის დაგეგმილი, ამ მიმართულებით საკმაოდ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები