სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის სპეციფიკის შესახებ ირანისგან წინასწარი შეტყობინება არ მიუღია

შეერთებულმა შტატებს ირანისგან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის სპეციფიკის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და პირადად არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ნებისმიერთან, ვისთანაც საუბარი ჰქონდათ, რომ ისინი აპირებდნენ კონკრეტული ქმედების განხორციელებას, თუმცა ირანს არ მიუწოდებია მათთვის დეტალები თავდასხმის მასშტაბისა და დროის შესახებ.

„გასული კვირის განმავლობაში არაერთი საუბარი იყო უცხოელ თანამოსაუბრეებთან. არცერთ ამ საუბარში თავდასხმის ან სამიზნეების შესახებ შეტყობინება არ მიგვიღია“, – აღნიშნა მილერმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები