შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ნოდარ ზ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული 9,3664 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,5476 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=v1XU_N0T2RI” width=”560″ height=”315″]