კიევმა 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედროების ცხედრები გაცვალეს.

კიევმა 99 ცხედარი, ხოლო რუსეთმა 23 მიიღო.

უკრაინაში აცხადებენ, რომ 77 ჯარისკაცის ცხედრის რეპატრიაცია შეძლეს, რომლებიც დონეცკის მიმართულებით იბრძოდნენ; 20 – ზაპოროჟიეს მიმართულებით დაიღუპა, ხოლო ორი ხარკოვის მონაკვეთზე.

29 მარტს უკრაინამ 121 ცხედარი დაიბრუნა, რუსეთმა – 29.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები