ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, ლაზერული იარაღი გადასცეს
ბრიტანეთში განაცხადეს, რომ უკრაინას შესაძლოა, ლაზერული იარაღი DragonFire გადასცენ, რომელსაც დრონების ჩამოგდება შეუძლია.
ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
ლონდონი საკუთარ არმიაში ამ ტიპის იარაღის დანერგვას 2027 წლისთვის გეგმავს, თუმცა, მისი პროტოტიპები უკრაინაში შესაძლოა, უფრო ადრე გამოჩნდეს, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეპსმა.
„ევროპაში კონფლიქტია, რომლის მოსაგვარებლადაც გვაქვს უნიკალური თანამედროვე იარაღი, რომელიც სასარგებლოც შეიძლება, აღმოჩნდეს. 100 პროცენტით იდეალური უნდა იყოს, რომ უკრაინელებმა მიიღონ. ამ ეტაპზე გაშვების ვადად 2027 წელი რჩება, მაგრამ, რასაკვირველია, გადავხედავთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ პროცესი დაჩქარდეს”,- თქვა მან.