ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრეზიდენტს უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრეზიდენტს, ტომაშ შუიოკს უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

ზელენსკიმ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრა ვილნიუსში სამი ზღვის ინიციატივის სამიტის ფარგლებში გამართა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, შეხვედრაზე განიხილებოდა მშვიდობის სამიტისთვის მზადება, რომელიც შვეიცარიაში ივნისშია დაგეგმილი.

„სამიტზე უნგრეთი მივიწვიე. ასევე, შევთავაზე უნგრეთს შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ და ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შედგენის დაწყება. მადლობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები