თემქაზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახა – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – თემქაზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები