ბორჯომში, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩაზე გარე განათების ქსელის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

ბორჯომში, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩაზე, ასევე, დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩაზე გარე განათების ქსელის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია გარე განათების ბოძებზე არსებული საჰაერო ხაზების ჩატანა მიწის ქვეშ და ახალი გარე განათების ლამპიონების მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები