„მთავარი საკითხია რუსული დარტყმებისგან ხარკოვის დაცვა“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალოვანთა სხდომა გამართა, რომელიც, ძირითადად, მიეძღვნა რუსული დარტყმებისგან ხარკოვის დაცვის გაძლიერების საკითხს.
„ძირითად საკითხი იყო რუსული დარტყმებისგან ხარკოვის დაცვა და ჩვენი ჰაერი საწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება“, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ძირითად საბრძოლო მიმართულებებზე ინფორმაცია წარადგინა.
„პოზიციები გვიჭირავს. ამჟამად მნიშვნელოვანია ეფექტური ლოგისტიკა. დაზვერვა და სპეციალური სამსახურები რუსეთის შესაძლებლობების შესამცირებლად ახალ ნაბიჯებზე მუშაობენ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.