WP: ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის ყირიმისა და დონბასის დათმობით დაასრულებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლია. ამისთვის ის უკრაინას აიძულებს, დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი და დონბასი.

ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ ტრამპი საკუთარ მოსაზრებებს ახლო გარემოცვას უზიარებს.

ერთ-ერთი პირის თქმით,  ყოფილი პრეზიდენტი პირად საუბრებში აცხადებს, რომ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას გამოსავლის პოვნა სურთ და რომ ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, არ იქნებიან წინააღმდეგები, რუსეთის ნაწილი გახდნენ.

The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინის ნაწილებზე რუსეთის კონტროლის მიღება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიქტატურას გააფართოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები