„უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული ომისთვის განკუთვნილი არ არის” – პეტერ სიიარტო

უნგრეთი არ არის მზად, უკრაინის სამხედრო ფონდში შენატანი გააკეთოს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე განაცხადა.

საუბარია 100 მილიარდ ევროზე, რომელიც ალიანსმა 5 წლის ვადით უნდა დაამტკიცოს.

„თუ ნატო 100 მილიარდ ევროს ღირებულების პაკეტს დაამტკიცებს, ეს უნგრეთის ბიუჯეტს დამატებით ხარჯად დააწვება, რომლის ოდენობა 10 მილიარდი ევროა. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო, რომ ასეთი ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ომის საფრთხეს შეიცავს, უნგრელი გადასახადის გადამხდელების თანხები არ გამოდგება,“ – განაცხადა მინისტრმა.

სიიარტომ აღნიშნა, რომ „ალიანსის შეხვედრაზე ერთადერთი არ ყოფილა, ვინც უკრაინისთვის სამხედრო ფონდის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები