„ჩინეთმა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე მკაფიო გეგმა წარადგინა“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ყველაზე მკაფიო და გონივრული გეგმა, დღესდღეობით, მხოლოდ ჩინეთს აქვს წარმოდგენილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველაზე მკაფიო გეგმა, ჯერ კიდევ გასულ წელს, ჩინეთმა წარადგინა. როგორც მათ თქვეს, 12-პუნქტიანი პრინციპებისა და მიდგომების კრებულია. ჩვენმა ჩინელმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ, ამ პრინციპების მიხედვით, ყველა მონაწილეთა შეთანხმების მიღება სურთ“, – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისგან“ განსხვავებით, რომელსაც რუსეთი არ იღებს, „ჩინეთის გეგმა ისეთი, რომ 12-ვე პუნქტი ურთიერთდამოკიდებულია“.

„ამ გეგმას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის არ არის კონკრეტული. მაგრამ, ის არის გონივრული გეგმა, რომელიც დიადმა ჩინურმა ცივილიზაციამ განსახილველად შემოგვთავაზა“, – განმარტა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები