„რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე დრონებით მიტანილ იერიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი მაშველი და ერთი მშვიდობიანი მცხოვრები. ასევე, დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

„რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის აქტისთვის. ვმუშაობთ პარტნიორებთან ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაცვის გასაძლიერებლად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ითარგმნება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები