ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი.

„უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ფინეთი უკრაინისთვის დამატებით ორ დახმარების პაკეტს გამოყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები