ოკუპანტებმა სუმის რეგიონი დაბომბეს – დაღუპულია ერთი მამაკაცი და დაშავებულია სამი წლის ბავშვი
რუსმა ოკუპანტებმა სუმის რეგიონში კრასნოპოლის თემი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა და სამი წლის ბავშვი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის შსს-ში განაცხადეს.
45 წლის მამაკაცი გოგონას მამაა.
გარდა ამისა, დაზიანებულია ავტომობილები, მაღაზია და კულტურის სახლი.