პოროშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.
ამის შესახებ მან Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ მეკითხებით, ვაპირებ თუ არა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში, დიახ“, – განაცხადა პოროშენკომ.
პოლიტიკოსმა, ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების ჩასატარებლად უკრაინას სამხედრო ოპერაციებში წარმატების მიღწევა სჭირდება.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ევროპარლამენტში კენჭისყრასაც აპირებს.