“ოკუპანტები უკრაინაში 1500-კილოგრამიან ბომბებს იყენებენ” – უკრაინის საჰაერო ძალები

რუსი ოკუპანტები უკრაინაში 1500-კილოგრამიან ბომბებს იყენებენ, რომ ამ გზით მოხდეს უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების გამოფიტვა.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი. ის საკმარისია ცხრასართულიანი სახლის ან ძველი “ხრუშჩოვკის” შენობის დასანგრევად. რუსეთს ბევრი ასეთი ბომბი აქვს და მათი გამოყენებით ჩვენი ძალების გამოფიტვას ცდილობენ”, – განაცხადა ევლაშმა.

მისი თქმით, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი გზა  ამ ბომბების მატარებლებთან, ანუ სუ-34 და სუ-35 თვითმფრინავებთან ბრძოლაა.

„ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ასეთი უაღრესად რთული ოპერაციების შესრულება და ეს მოითხოვს გარკვეულ პირობებს“, – განაცხადა ევლაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები