უკრაინელმა სამხედროებმა სევასტოპოლში ელექტრო ქვესადგური ააფეთქეს

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში უკრაინელმა სამხედროებმა ელექტრო ქვესადგური ააფეთქეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ქვეყნის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ ეს იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების ხმები ესმოდათ, რის შედეგადაც სევასტოპოლის ერთ-ერთ რაიონში შუქი ჩაქრა.

რუსეთში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები