„ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „სცენარიდან სცენამდე“; განმახორციელებელი ა(ა)იპ სტუდია „ასტეროიდი“. დაფინანსდა სტუდია-სახელოსნო „ასტეროიდის“ ბაზაზე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასტერკლასების ჩატარება და, საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.
2. ყვავილთა ინკლუზიური ხალხური დღესასწაული ,,არიფანა“; განმახორციელებელი ა(ა)იპ ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი. დაფინანსდა ყვავილთა ინკლუზიური ხალხური დღესასწაულის, ,,არიფანის“, მომზადება და გამართვა.
3. ,,მიყვარხარ … გალ…“; განმახორციელებელი შპს „ბერიკები“ – თეატრალური სკოლა-სტუდია. დაფინანსდა თეატრალიზებული სანახაობის – „მიყვარხარ…გალ“ დადგმა.
4. „არტსახელოსნოს განვითარება“; განმახორციელებელი ა(ა)იპ „ჩვენი ბორჯომისათვის“. დაფინანსდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდია „არტსახელოსნოს“ მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ტრენინგების/მასტერკლასების ჩატარება და გამოფენების მოწყობა.
კონკურსის ბიუჯეტი იყო 25 000 ლარი. სამინისტროს მიმართა 14-მა კონკურსანტმა.
ინფორმაციისთვის: კონკურსის მიზანია თბილისსა და რეგიონებში არსებული ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების აღსაზრდელთა ინტერესებს მორგებული გარემოს შექმნა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და გამოვლენის ხელშეწყობა, სტუდიების პედაგოგებისა და მოზარდების მოტივაციის ამაღლება მომავალი პროფესიული კადრების მოსამზადებლად.