„აშშ და ევროპა სომხეთის მთავარი პარტნიორები არიან“ – მირზოიანი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა რესპუბლიკის უმთავრესი პარტნიორები არიან.
ამის შესახებ მან ტელეარხ TN-თან ინტერვიუში თქვა.
„ჩვენ ვართ დემოკრატია და გვინდა, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, აშშ და ევროკავშირი არიან მთავარი პარტნიორები. ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელსა და ვაშინგტონთან“, – განაცხადა მირზოიანმა.
კითხვაზე, ეშინია თუ არა სომხეთს რუსეთის მხრიდან დასავლური ინტეგრაციისთვის საპასუხო ზომების მიღების, პოლიტიკოსმა თქვა, „ამას არ დავარქმევდი რუსეთისგან გადახვევას, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და განვითარება დემოკრატიულ გზაზე და ვხედავთ, რომ კარგი დასავლეთში კარგი პარტნიორები გვყავს“.