სირიის ბაზარში ბომბის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ააზაზის ცენტრალურ ბაზარში, სადაც აფეთქდა მანქანა, ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას ამ აფეთქების უკან თურქეთის საზღვრიდან შვიდ კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში.

აფეთქების დროს ბაზარი სავსე იყო ხალხით, რომლებიც საყიდლებზე იყვნენ გასულები ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულის წინ, რომელიც აღნიშნავს ისლამური მარხვის თვის დასრულებას, რამადანს.

„თეთრი ჩაფხუტების“ მოხალისეების ორგანიზაციის მაშველებმა განაცხადეს, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები