თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება
თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება.
ქვეყნის მასშტაბით 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი თავის ხმას 200 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს. თურქეთში ქალაქის მერებს, რეგიონულ და რაიონულ მმართველებს ხუთი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
თურქული მედიის ცნობით, მთავარი ბრძოლა სტამბოლისთვის გაიმართება, რომლის მერი ამჟამად ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქე ექრემ იმამოღლუა.
სტამბოლის მერობისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი – მურათ ქურუმი იბრძვის.