CIA-ს ყოფილი ოფიცერი: პუტინი ახლა სუსტია და მისი დამარცხების ისტორიული შესაძლებლობა არსებობს
CIA-ს ყოფილმა ოფიცერმა, ჯონ საიფერმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას დიდი სამხედრო დახმარება გაუწიონ და თქვა, რომ პუტინი „ამჟამად სუსტია“.
მისი თქმით, ახლა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთი დამარცხდეს.
„ყოველივე სიწმინდის გულისთვის. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა დავამარცხოთ მტერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გვებრძოდა. პუტინი ანადგურებს ყველაფერს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის ახლა სუსტია. ნუ იქნებით ასეთი მორცხვი და იმოქმედეთ, როგორც ზესახელმწიფო. მიეცით უკრაინას, რაც მას სჭირდება მოსაგებად!“ – მოუწოდა საიფერმა რესპუბლიკელებს.