უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ფრონტზე რთული მდგომარეობაა, თუმცა ყოველდღიურად, სხვადასხვა მიმართულებით წინ მივდივართ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა, თუმცა აღნიშნა, რომ განსხვავებული არც შეიძლება იყოს.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ბოლო დროს უკრაინის მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა დაკარგული პოზიციების რაოდენობას აღემატება.

„ფრონტზე მართლაც რთული მდგომარეობაა. თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს განსხვავებული. უდავოა, რომ ყოველი დღე მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მხრიდან. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვაში ვართ, არამედ ყოველდღიურად წინ მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო დროს ჩვენ მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგული პოზიციების რაოდენობას. მტერმა სტრატეგიულ რაიონებში მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ მოახერხა და მის ტერიტორიულ მიღწევებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, – განაცხადა სირსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები