ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობას დაიკავებს

Oleksiy Danilov, Secretary of National Security and Defense Council, speaks during an interview with the Associated Press in Kyiv, Ukraine, Monday, April 17, 2023. Danilov said Ukraine will launch its counteroffensive against Russian troops when it’s ready, adding that it’s only a matter of time before it achieves the necessary level of military preparedness to do so. (AP Photo/Efrem Lukatsky)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის, ოლექსი დანილოვის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სფეროში და უფრო კონკრეტულად, მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა ჩვენი სახელმწიფოს ახალ ელჩად მოლდოვას რესპუბლიკაში. მან ზუსტად ასეთი ხედვა მითხრა უკრაინაში მუშაობის შესახებ“, – განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის მოლდოვა უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა – როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი, ხოლო მის შემცვლელად ალექსანდრე ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც მანამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები