“პუტინი ცდილობს, „კროკუსის” ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ხალხის მობილიზებისთვის  ცდილობს.

ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში თქვა.

“ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობს უარყოს ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს, თუმცა, ვლადიმერ პუტინმა რეაგირება არ მოახდინა.

“მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები